ამბასადორიალი თბილისში

 

თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ რუსუდან მამაცაშვილმა ჰუმანიტარული და კულტურული განვითარების საკითხებზე გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრისას, მონაწილეებმა სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს საქართველოს ტურიზმის განვითარების პრიორიტეტები და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების როლი მათ რეალიზაციაში. საუბარი შეეხო სხვადასხვა სახელმწიფოებიდან საქართველოში პრეს და გაცნობითი ტურების ორგანიზებას, ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის წარმომადგენლების მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებში და ქვეყნის ცნობადობის ამაღლების მიზნით, საზღვარგარეთ, საქართველოს შესახებ პრეზენტაციების მოწყობას. შეხვედრისას არაერთხელ იქნა აღნიშნული საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა და ამ კუთხით ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებები.

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X