image

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მე-11 საზეიმო ცერემონია

ტურიზმის ადმინისტრაცია
საქართველო
ტურიზმი
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მე-11 საზეიმო ცერემონია გაიმართა. პროექტის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი და მხარდამჭერი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა.
მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ ხაზი გაუსვა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობას, რამაც სექტორს გლობალური გამოწვევების პირობებში, სწრაფი ადაპტაციისა და მაღალი შედეგების მიღწევის საშუალება მისცა:
„როდესაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელ მსოფლიოს უყვება საქართველოს შესახებ, მთავარი გზავნილი არის ის, რომ სტუმარი ღვთისაა. ჩვენს ქვეყანაში წლის განმავლობაში 8 მილიონზე მეტი მოგზაური ჩამოდის და უმეტესობა მათგანი განსაკუთრებული ემოციებით ბრუნდება სახლში".
2026 წლის ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების კონკურსში 190-მდე ნომინანტი მონაწილეობდა, გამარჯვებულები კი, 35 ნომინაციაში გამოვლინდნენ.
image
image
image
image
image
image
image
image

მსგავსი სიახლეები