image

შეხვედრა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან

ტურიზმის ადმინისტრაცია
საქართველო
ტურიზმი

მადრიდში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) სათავო ოფისში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა ორგანიზაციის ახლად არჩეულ გენერალურ მდივანთან, შაიხა ალ ნუვაისთან (Shaikha Al Nowais), სამუშაო შეხვედრა გამართა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას შორის მრავალწლიანი და წარმატებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, ასევე მისი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. საუბარი შეეხო მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას, ინოვაციური მიდგომების დანერგვას, ტურისტული სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას და საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების, საერთაშორისო ცნობადობის კიდევ უფრო გაძლიერებას.
მინისტრის მოადგილემ ორგანიზაციის ახალ გენერალურ მდივანს გააცნო საქართველოს ტურიზმის სექტორში განხორციელებული რეფორმები, მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გაეროს ტურიზმის ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მნიშვნელობას ტურიზმის სექტორის მდგრადი განვითარებისა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ეფექტიანი პოპულარიზაციის პროცესში.
შაიხა ალ ნოვაისმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ტურიზმის სფეროში მიღწეული პროგრესი და გამოთქვა მზადყოფნა, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს როგორც ინსტიტუციური განვითარების, ისე ერთობლივი პროექტებისა და ინიციატივების მიმართულებით.
შეხვედრაზე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გამოთქვა მზადყოფნა მიმდინარე წლის ბოლომდე საქართველოს ესტუმროს.   მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს და პარტნიორობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

მსგავსი სიახლეები