საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და საერთაშორისო მოგზაურების მოზიდვის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამიზნე ბაზრებზე საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიებს აქტიურად განაგრძობს.
კამპანიის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის 50-მდე ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს საიმიჯო ბანერებია განთავსებული.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-სა და ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ინდოეთში, ჩინეთში, სპარსეთის ყურის ქვეყნებში, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთში, სკანდინავიის ქვეყნებში, ისრაელსა და სხვა სამიზნე ბაზრებზე, მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ახორციელებს





