image

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფრანგეთის წამყვან ტუროპერატორებს მასპინძლობს

ტურიზმის ადმინისტრაცია
საქართველო
ტურიზმი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოში საფრანგეთიდან 9 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელთა ჯგუფი იმყოფება.
გაცნობითი ტურის ფარგლებში, ფრანგი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, კულტურულ ღირსშესანიშნაობებსა და სასტუმრო ინფრასტრუქტურას გაეცნენ. თბილისის დათვალიერების შემდეგ სტუმრები ანანურს, გუდაურს, სტეფანწმინდას, წინანდალსა და ლოპოტას ესტუმრნენ.
ინფო ტურის ფარგლებში ფრანგი ტუროპერატორები ასევე საქართველოში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, B2B ფორმატის ფარგლებში გამართულ შეხვედრას 30-მდე ქართველი ტუროპერატორი ესწრებოდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საფრანგეთიდან საქართველოში ახალი ტურისტული პაკეტების შემუშავების, ვიზიტორთა ნაკადების გაზრდის საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

მსგავსი სიახლეები