საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
image

ინდოელი ინფლუენსერები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ

ტურიზმის ადმინისტრაცია
საქართველო
ტურიზმი

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაცია ინდოეთიდან ინფლუენსერებსა და ტურისტული კომპანიის „Think Strawberries“  წარმომადგენლებს მასპინძლ. ტურის ფარგლებში, საქართველოს 5 ინფლუენსერი ეწვია. ინდოელ მოგზაურ ინფლუენსერებს Instagram-ში მილიონობით გამომწერი ჰყავთ.

ტურის მონაწილეებმა მოინახულეს თბილისი, გაეცნენ დედაქალაქის ტურისტულ ადგილებს. ინფლუენსერები ბორჯომს, ბათუმს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, პალიასტომის ტბას, კოლხეთის ეროვნულ პარკს, მარტვილის კანიონს, პრომეთეს მღვიმესა და ქუთაისს ეწვივნენ, ტურის მონაწილეები საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პოსტებს, რილსებს, სთორებსა და ვიდეორგოლებს ამზადებენ, რომელსაც სოციალურ ქსელებში მილიონობით მომხმარებელი გაეცნობა. კამპანიის მიზანია ინდოეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა და ცნობადობის ამაღლება.

მსგავსი სიახლეები