image

საქართველო ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის წევრია

ტურიზმის ადმინისტრაცია
საქართველო
ტურიზმი

ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაცია (EHTTA) 2009 წელს ბრიუსელში, (ბელგიაში) ექვსმა დამფუძნებელმა წევრმა დააფუძნა: Acqui Terme (იტალია), Bath (დიდი ბრიტანეთი), Ourense (ესპანეთი), Salsomaggiore Terme (იტალია), Spa (ბელგია) და Vichy (საფრანგეთი). დღეს EHTTA ევროპის ისტორიული თერმული კურორტებისა და რეგიონების ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა.

2010 წელს EHTTA ევროპის საბჭოს მიერ ოფიციალურად იქნა აღიარებული როგორც კულტურული მარშრუტი და ამით შეუერთდა კონტინენტის მასშტაბით არსებულ გამორჩეულ კულტურულ მარშრუტთა ქსელს. 2025 წლისთვის ასოციაცია ჩამოყალიბდა ძლიერ საერთაშორისო არაკომერციულ ორგანიზაციად, რომელიც აერთიანებს ევროპის 50-ზე მეტ წევრსა და ევროპის ფარგლებს გარეთ მოქმედ საერთაშორისო პარტნიორებს.

EHTTA-ს წევრობა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საქართველოსთვის, რადგან ქვეყანას ბალნეოლოგიური კურორტებისა და სამკურნალო წყლების მრავალსაუკუნოვანი და მდიდარი ისტორია აქვს. საქართველოში თერმული წყლების გამოყენების ტრადიცია ძვ. . V საუკუნიდან იღებს სათავეს, ხოლო თანამედროვე თერმული კურორტების განვითარება თითქმის ორი საუკუნის წინ დაიწყო. დღეს საქართველოში 129 ბალნეოლოგიური კურორტი და თერმული დანიშნულების საკურორტო ადგილია, რაც ქვეყნის ოფიციალურად აღიარებული 271 კურორტისა და საკურორტო ადგილის თითქმის ნახევარს შეადგენს.

EHTTA- წევრობა საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, თვალსაჩინო ადგილი დაიკავოს ევროპის ველნესისა და კულტურული ტურიზმის ქსელში, გააძლიეროს საერთაშორისო თანამშრომლობა და შექმნას ახალი შესაძლებლობები ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაციისა და კურორტების მდგრადი განვითარების მიმართულებით. ამასთან, წევრობა ხელს უწყობს საქართველოს, როგორც კონკურენტუნარიან ბალნეოლოგიური და ველნეს ტურისტული მიმართულების პოზიციონირებას როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

მსგავსი სიახლეები