UNWTO-ის ექსპერტი საქართველოში
ეკომონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაეროს მსოფლიო ტურიზმი ორგანიზაციის ექსპერტს უმასპინძლა. მარია იოლანდა პერდომო აპარაციო საქართველოში ღვინის ტურიზმის გლობალური კონფერენციის საორგანიზაციო საკითხების გასაცნობად ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ექსპერტი თბილისს, წინანდალს, ყვარელს, სიღნაღს, მცხეთას და მუხრანს ეწვია. კონფერენციისასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოები მარია იოლანდა პერდომო აპარაციომ დადებითად შეაფასა. ღვინის ტურიზმის გლობალური კონფერენცია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, საქართველოში პირველად იმართება. ღონისძიება 7-9 სექტემბერს გაიმართება. კონფერენციას მსოფლიო თალებ რიფაიმ ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, მსოფლიოს წამყვანი ღვინის რეგიონებიდან ექსპერტები, მსხვილი ტურ ოპერატორები და ტურიზმის მინისტრები და საერთაშორისო მედიის წარომადგენლები დაესწრებიან.