ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, მესტიაში პრესტური გაიმართა. პროექტ “გაიცანი საქართველოს” ფარგლებში სვანეთის ტურისტული პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ტელეკომპანების, ბეჭდური და ელექტრონული მედიის 25 წარმომადგენელი მესტიას ეწვია. ჟურნალისტებმა ახლად გახნილი კურორტი თეთნულდი დაათვალიერეს. სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ კურორტის პოპულარიზაციისთვის მესტია-თეთნულდი, თეთნულდი-მესტიის მიმართულებით ავტობუსი დანიშნა, რომელიც ტურისტებს უფასოდ მოემსახურება. ასევე, მთელი სეზონის განმავლობაში, საბაგიროს მომსახურებაც იქნება უფასო.
თეთნულდზე ჟურნალისტებმა ახალ ტრასებზე ისრიალეს, პრესტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლები სვანურ კოშკში მცხოვრებ ოჯახს ეწვივნენ, სადაც სვანური კუბდარის დამზადების და სასმლის გამოხდის პრესტურის მიზანია სვანეთის, როგორც ზამთრის კურორტის პოპულარიზაცია, ასევე შიდა ტურიზმის განვითარება, ტურისტული ნაკადის ზრდა და ტურისტული სეზონის გახანგძლივების ხელშეწყობა.