ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და პოლონეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, გამოფენაში მონაწილეობას იღებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის, სამეგრელოსა და სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 15-მდე ქართული ტურისტული კომპანია.

გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სტენდზე დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ქვეყნის ძირითადი ტურისტული მიმართულებების შესახებ.

“TT Warsaw 2023”- ში 50 ქვეყნის 247 კომპანია მონაწილეობს.