ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ თამარ ყორიაულმა პანელური დისკუსია “მდგრადი ტურიზმის განვითარება საქართველოში” მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება მედია გამოცემის Where.ge ორგანიზებით გაიმართა.

თამარ ყორიაულმა საქართველოში ტურიზმის განვითარებისა დინამიკის, მიღებულ ეკონომიკურ სარგებელსა და მსოფლიოში მდგრადი ტურიზმის განვითარების  ტენდენციებზე ისაუბრა.

პანელურ დისკუსიაში ავიაციის, სტუმარმასპინძლობის სფეროს, კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.