TeenSpirit Studio საქართველოს შესახებ გადაცემას ამზადებს
საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ საერთაშორისო კომპანია “TeenSpirit Studio” გადაცემას ამზადებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით უკრაინიდან 7 კაციანი გადამღები ჯგუფი ჩამოვიდა. ჟურნალისტებმა უკვე დაათვალიერეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონები, მარჯანიშვილის თეატრში კი ანსამბლ „რუსთავის“ შემოქმედება გადაიღეს. ჟურნალისტები საქართველოს შესახებ ვრცელ გადაცემას მოამზადებენ, რომელიც 2016 წლის მარტში უკრაინული ტელეკომპანია “Интер“-ის და რუსული „Пятница“-ს ეთერში გადაიცემა.
“TeenSpirit Studio” უკრაინისა და რუსეთის წამყვანი ტელეკომაპნებისათვის მაღალრეიტინგულ ტელეგადაცემებს ამზადებს მათშორისაა : «Орёл & решка» და «Семеиный пес».