თბილისში კიდევ ერთი ახალი სასტუმრო გაიხსნა. 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო Grand Palace-ის გახსნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრო. მაღალი კლასის სასტუმრო Grand Palace აეროპორტიდან დაახლოებით 10 წუთის, ქალაქის ცენტრიდან კი 5 წუთის სავალზე გუჯარეთის ქუჩაზე მდებარეობს. 7 სართულიან სასტუმროს 31 ნომერი აქვს.