ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის ტრენინგების ახალი სერია დაიწყო
შიდა ტურიზმის ხელშეწყობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს აგრძელებს. სასწავლო კურსი „სოციალური მედიის მართვა“ ქვეყნის მასშტაბით 14 ქალაქსა და დაბაში იმართება. ტრენინგი უკვე დასრულდა თბილისში და ეტაპობრივად მცხეთაში, გორში, კასპში, ქუთაისში, წყალტუბოში, ბაღდათში, ოზურგეთში, ბათუმში, ამბროლაურში, თელავში, ყვარელში, რუსთავსა და თეთრიწყაროში ჩატარდება.
ტრენინგში განთავსებისა და კვების ობიექტის 210 თანამშრომელი მონაწილეობს.
კურსის მიზანია ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა სოციალური ქსელების საშუალებით ( Facebook, Instagram. ) ბიზნეს ობიექტების პოპულარიზაცია და გაყიდვების გაზრდა.
ტრენინგის ძირითადი თემებია:
1-სოციალური მედია პლატფორმების გაცნობა (თითოეულის განმასხვავებელი ნიშნები, ათვისების და გამოყენების შესაძლებლობები) Facebook, Instagram, Youtube,TikTok, Google,Tripadvisor, Linkedin Pinterest,Whatsapp,Creators (Influencers);
2-როგორ მოვირგოთ სოციალური მედია სწორად, ჩვენი ბიზნესიდან გამომდინარე, პროფილის სწორად აწყობა და ოპტიმიზაცია (Facebook & Google);
3-კონტენტის შექმნა, მომხმარებელთან კომუნიკაცია, კონტენტის ფორმების შერჩევა;
4- კონტენტის შექმნა /Canva-ს გამოყენება, პლატფორმების სპეციფიკაციები;
5– რეკლამის ტიპები Meta Business Manager/Ads Manager Facebook-სა და Instagram-ზე , როგორ შევარჩიოთ და გამოვიყენოთ სხვადასხვა კრეატურები (ინფლუენსერები) ბიზნესისთვის;
6– შედეგების ანალიტიკა, კონკურენტების მონიტორინგი;
სხვადასხვა სახის სასწავლო პროგრამებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორის წარმომადგენლებს მთელი წლის განმავლობაში სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს.