საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იტალიაში, მილანში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში BIT 2023 მიიღო მონაწილეობა.

მილანის ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 7 ტურისტულ კომპანიასთან ერთად იყო წარდგენილი. გამოფენაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მონაწილეობდა.

BIT 2023-ის ფარგლებში, საქართველოს სტენდთან, სტუმრები ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ. სამომავლო თანამშრომლობის მიზნით საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან  შეხვედრები გაიმართა.

მილანის ტურისტული გამოფენა 1980 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული მოვლენაა.  მილანის ტურისტულ გამოფენაზე  500-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი. გამოფენას  მთელი მსოფლიოდან 65 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.