საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან. შემოსავლებმა $108.3 მილიონი შეადგინა, 2019 წელთან შედარებით ზრდა +82%-ია (49 მლნ აშშ დოლარით მეტი), 2023 წელთან შედარებით კი +48%-ით მეტი (35.2 მლნ აშშ დოლარით მეტი). ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსავლების გაზრდას ხელი შეუწყო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტიურმა მარკეტინგულმა კამპანიებმა, რომლებიც მიზნობრივ ბაზრებზე ჩატარდა.