რეგიონული ფასდაკლებების კვირეული – SPA and WELLNESS
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, 2018 წლის 13 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ფასდაკლებების კვირეული – “Discount Week” გაიმართება.
“Discount Week”-ის მიზანია რეგიონის პოპულარიზაცია და არასეზონურ პერიოდში შიდა ტურიზმის წახალისება. პროექტი ამ ეტაპზე მოიცავს სასტუმროების და სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური მომსახურების ცენტრების ფასდაკლებებით სარგებლობას. პროექტი ხელს შეუწყობს კერძო სექტორს დამსვენებლების მოზიდვაში და სეზონის გახანგრძლივებაში.
ფასდაკლების კვირეულში მონაწილეობისთვის, იხილეთ წესები და პირობები – მოწვევა ინტერესთა გამოხატვის თაობაზე