პროექტ Check in Georgia-სთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ქართველ პრომოუტერებს შეხვდა. შეხვედრაზე ინტერესთა გამოხატვის დეტალებზე ისაუბრეს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა თბილისის საკონცერტო დარბაზში, ბლექ სი არენაზე (შეკვეთილი) და მუსიკის სახლში (ბათუმი) განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით.
პროექტ CHECK IN GEORGIA-ს ფარგლებში, ადმინისტრაცია მხარს დაუჭერს 2018 წლის გაზაფხული-ზაფხული-შემოდგომის სეზონების განმავლობაში, ზემოაღნიშნულ დარბაზებში არაერთი კულტურული ღონისძიების ორგანიზებას.

ადმინისტრაცია იწვევს ყველა დაინტერესებულ პირებს, მონაწილეობა მიიღონ ინტერესთა გამოხატვის პროცესში გარკვეული პირობების გათვალისწინებით. კერძოდ:
2018 წლის აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით ერთი ან რამდენიმე მუსიკალური, ქორეოგრაფიული და სხვა სახის კულტურული ღონისძიების ორგანიზება შოუბიზნესის ბაზარზე მოთხოვნადი ქართველი ან/და ქართველი და უცხოელი შემსრულებლების ერთობლივი მონაწილეობით. ამასთან, უცხოელი შემსრულებლის კომპონენტი არ უნდა შეადგენდეს მთელი ღონისძიების 50%-ზე მეტს;ღონისძიების პოპულარიცაზიის მიზნით რეკლამების განთავსება ინტერნეტ სივრცეებში და გარე რეკლამა. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების დამზადება /რეალიზაცია (მათ შორის ელექტრონული სახით).

უნდა აღინიშნოს, რომ ადმინისტრაცია არ ჩაერევა ბილეთების რეალიზაციის პროცესში, გაყიდული ბილეთებიდან მიღებული შემოსავალი კი ღონისძიების განმახორციელებელს რჩებას განსაკარგად.
პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საიტზე იხილავთ.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2018 წლის 13 აპრილი.