საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საფრანგეთში, პარიზში, საქმიანი ტურიზმის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

PURE Meetings & Events-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარდგენილი.

კონფერენციის ფარგლებში, B2B ფორმატში, შეხვედრები გაიმართა პოტენციურ პარტნიორებთან.

ბიუროს თანამშრომლებმა 30-მდე შეხვედრა გამართეს საფრანგეთის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან.

 PURE Meetings & Events-ის კონფერენციაში ევროპის 600-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია, სასტუმრო, ავიაკომპანია, კონგრეს ცენტი და ტურისტული ორგანიზაცია, ასოციაცია და სააგენტო მონაწილეობდა.