საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს პარიზის კონფერენციაზე PURE Meetings & Events გაეცნენ
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საფრანგეთში, პარიზში, საქმიანი ტურიზმის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
PURE Meetings & Events-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარდგენილი.
კონფერენციის ფარგლებში, B2B ფორმატში, შეხვედრები გაიმართა პოტენციურ პარტნიორებთან.
ბიუროს თანამშრომლებმა 30-მდე შეხვედრა გამართეს საფრანგეთის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან.
PURE Meetings & Events-ის კონფერენციაში ევროპის 600-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია, სასტუმრო, ავიაკომპანია, კონგრეს ცენტი და ტურისტული ორგანიზაცია, ასოციაცია და სააგენტო მონაწილეობდა.