New York Times საქართველოს შესახებ
52 ადგილი, რომელსაც 2015 წელს უნდა ეწვიოთ. ამ სათაურით აქვეყნებს New York Times სტატიას, სადაც ავტორი მკითხველს სხვადასხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოს მონახულებას ურჩევს.
ღვინის აღორძინება კავკასიის მთების პირას
„საქართველოს ყველა შესაძლებლობა აქვს ღვინის წარმოების. ამ ქვეყანას მსოფლიოში მეღვინეობის ყველაზე ხანგძლივად ურღვევი ტრადიცია აქვს. (თიხისჭურჭელში მიწისქვეშ ღვინის ფერმენტაცია ხდება)
საქართველო ასობით ძირძველი ვაზის ჯიშითაა ცნობილი. საოცარი ლანდშაფი და მევენახეთა ჯგუფი ბუნევრივადაა ერთმანეთთან შერწმული. მისი დაგემოვნება კი სულ უფრო მარტივი გახდა. ამისათვის კი მადლიერები ვართ თბილისში მდებარე ღვინის ბარების. (Konka, Vino Underground), ასევე კახური ღვინის მწარმოებლების (Pheasant’s Tears, Iago’s Winery, Winery Khareba) აღსანიშნავია ტრადიციული და თანამედროვე ქართული სამზარეულო. ქართული კერძები და ღვინო წელს ოთხ მნიშვნელოლოვან ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი: ახალი ღვინის ფესტვალზე, თბილისში ღვინის ქალაქის ფესტივალზე თელავღვინოობასა და თბილისის ყველის ფესტივალზე.