STOP C – ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებულ საყოველთაო კამპანიას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უერთდება. ადმინისტრაცია აქციაში იწვევს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს და მთის კურორტების განვითარების კომპანიას.
2015 წელი გამოცხადებულია C-ჰეპატიტთან ბრძოლის წლად.
1 – მნიშვნელოვანია ჩავიტაროთ დროული დიაგნოსტიკა.
2 – უნდა გავიგოთ მეტი ინფორმაცია დაავადების გავრცელების გზების შესახებ. ამგვარად თავსაც უკეთესად მოვუფრთხილდებით და ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებსაც;
3 – აუცილებელია გვახსოვდეს, რომ დაავადების პრევენცია სალონებსა და სტომატოლოგიურ კაბინეტებში ჰიგიენური ნორმების მაქსიმალური დაცვითაა შესაძლებელი.