საქართველოს ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ქართული ღვინო და ქართული სამზარეულო, ამ თემების შესახებ გავლენიანი გამოცემის National Geographic და Zester Daily ჟურნალისტები სტატიებს ამზადებენ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, National Geographic-ის რუსული გამოცემის და ამერიკული კულინარიული ჟურნალის Zester Daily-ის წარმომადგენლები საქართველოს ერთი კვირით ეწვივნენ. პრესტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა თბილისი, ყაზბეგი, სიღნაღი, თელავი, ყვარელი და ქუთაისი მოინახულეს. კახეთში უცხოელმა ჟურნალისტებმა მონაწილეობა მიიღეს რთველში, დაათვალიერეს მარნები, გაეცნენ ღვინის ტრადიციულად მომზადების წესებს. უახლოეს მომავალში კი ჟურნალისტები National Geographic-სა და Zester Daily-სათვის საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიებს მოამზადებენ.