22 ნოემბერს, 10:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო ბილტმორში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის საერთაშორისო სპიკერი მაიკლ ბენგი მასტერკლასს „ოქროს სამეული სტუმარმასპინძლობისთვის“ გამართავს. ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდება.

მასტერკლასს ტურიზმის სფეროს 300 წარმომადგენლი დაესწრება.
ღონისძიებას განთავსების ობიექტების, ტურისტული ასოციაციების, კვების ობიექტების, საქმიანი ტურიზმის კომპანიების წარმომადგენლები, ტურ-ოპერატორები და გიდები დაესწრებიან.
მაიკლ ბენგის მასტერკლასი გუნდურ მუშაობას, გაყიდვებსა და მომსახურებას მოიცვს. ტრენინგის მიზანია ტურიზმის სფეროში სერვისისა და გაყიდვების გაუმჯობესება, მომსახურების სფეროში ადამიანური რესურსის შენარჩუნება და მართვა.

მაიკლ ბენგმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის მასტერკლასი 2019 წელსაც გამართა.
მაიკლ ბენგს მრავალწლიანი გამოცდილება აქვსგაყიდვების, მოლაპარაკებების, მომსახურებისა და ინვესტიციების მოზიდვის სფეროში. ბენგი ცნობილია საავტორო პროგრამებით, რომელიც უკავშირდება აქტიურ გაყიდვებს დროის ეფექტურ მართვას და კლიენტთა მომსახურებას. მაიკლ ბენგს ჩატარებული აქვს ტრენინგები მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უმსხვილეს კომპანიებში: Panasonic,Toyota,Volvo,Nestle,Unilever,Heineken.

მასტერკლასის გამართვის დროა 10:00-17:00 საათი.