სარეგისტრაციო ფორმა

ITB Berlin-მა საქართველოში პრეზენტაცია გამართა

 

ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ორგანიზატორებმა საქართველოს ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის პრეზენტაცია მოაწყვეს.
ღონისძიება ITB Berlin 2023-ზე საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობის შესახებ გაიმართა. პრეზენტაციაზე ITB Berlin-ის წარმომადგენელმა შეხვედრის მონაწილე ქართული ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს 2023 წელს ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე დაგეგმილი ღონისძიებები გააცნეს, ასევე დეტალურად განიხილეს თუ რა სარგებელი იხილა ტურიზმის ზრდის მიმართულებით ყოფილმა მასპინძელმა ქვეყნებმა.
“ბერლინის ტურისტულ გამოფენაში ამ სტატუსით მონაწილეობა ნიშნავს, რომ საქართველო ყველაზე გამორჩეული იქნება. გამოფენის ფართობი 160 ათასი კვ. მეტრს შეადგენს და ჩვენ ყველგან გვექნება საქართველოს შესახებ პოსტერები, შესრულდება ქართული მუსიკა. ყველას მიეცემა საშუალება გაეცნოს საქართველოს ტურისტულ მიმართულებას. ვფიქრობ ეს გამოფენის დამთვალიერებლებს გაუჩენს სურვილს იმოგზაურონ საქართველოში, რადგან საქართველო მართლაც ძალიან ლამაზი ქვეყანაა“,-აცხადებს ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნების კოორდინატორი რიკა ჟან ფრანსუა.

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X