საქართველომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პირველ გლობალურ ახალგაზრდულ სამიტში „Global Youth Tourism Summit“ მიიღო მონაწილეობა
გლობალურ ახალგაზრდულ სამიტში საქართველოს სახელით სვანეთის რეგიონში, უშგულში მცხოვრები 17 წლის გიდი, გიორგი ქოჩქიანმა იყო წარმოდგენილი. 60 ქვეყნის ახალგაზრდა იტალიაში ქალაქ სორენტოში რამდენიმე დღის განმავლობაში განიხილავდა ტურიზმის განვითარების ხედვას. სამიტზე ახალგაზრდებს სხვადასხვა სახის მასტერკლასები ჩაუტარდათ. ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა სპეციალური სტუმრის და საპატიო ელჩის სტატუსით მოწვეულმა ცნობილმა ფეხბურთელმა დიდიე დროგბამ. შეხვედრები ჰქონდათ სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებთან.
სამიტის ფარგლებში მაღალი რანგის მინისტერიალი გაიმართა, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული დაესწრო. სამიტი რომის პაპის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. დამსწრე საზოგადოებას მიმართა სოფი ლორენმა. ღონისძიების ფარგლებში სადისკუსიო პლატფორმებზე ტურიზმის სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები, სფეროს მდგრადი განვითარების მნიშვნელობა განიხილეს.