საქართველო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ პორტუგალიაში, მადეირას რეგიონში “M&A VIP Connect Europe 2022” საქმიანი ტურიზმის წამყვან ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
ფორუმს სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ფორუმის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ საქართველოში საქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გამართა. მოეწყო 30-ზე მეტი საქმიანი შეხვედრა სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებთან: იტალიიდან, საფრანგეთიდან, სკანდინავიის ქვეყნებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან და სხვა.