შეხვედრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაია ომიაძესთან ერთად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში პიტერ ფიშერს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.
მხარეებმა განიხილეს 2023 წლის მარტში დაგეგმილი საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ITB Berlin-ის მოსამზადებელი სამუშაოები, სადაც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იქნება წარდგენილი. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს, როგორც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან, ისე მთლიანად ევროპიდან ტურისტული ნაკადების ზრდას.
საუბარი შეეხო საქართველო-გერმანიას შორის არსებულ პირდაპირ ავიარეისების საკითხს და აღინიშნა, რომ მუდმივად დატვირთული ავიამიმოსვლა მოწმობს, მაღალ ინტერესს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნის- გერმანიის მიმართ.
გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ტრადიციულად მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები, სამომავლოდ კიდევ უფრო განმტკიცდება.
ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ყორიაული.