ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წყალტუბოში ახალი ბროშურის პრეზენტაცია გამართა. სამკურნალო ტურიზმის განვითარების მიზნით შექმნილი ბროშურა ინგლისურ და რუსულ ენებზე გამოიცა სახელწოდებით Georgia your spa & wellness destination/СПА и велнес курорты Грузии. ბროშურაში მოცემულია ქვეყნის ბალნეოლოგიური რესურსების ზოგადი დახასიათება, სამკურნალო თვისებები. ბროშურა პრაქტიკული ხასიათისაა, მასში კურორტების მიხედვით განთავსებულია ინფორმაცია იმ სანატორიუმებზე, სასტუმროებსა და ცენტრებზე, სადაც არსებობს სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური მომსახურებები. ბროშურაში მოცემულია ინფორმაცია თბილისის, ბორჯომის, წყალტუბოს, საირმის, ნუნისის, ურეკის და გრიგოლეთის სპა კურორტების შესახებ. ბროშურა პერიოდულად განახლდება და გავრცელდება ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის საინფორმაციო ცენტრებში, ასევე საერთაშორისო ტურისულ გამოფენა-ბაზრობებზე.