არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე საერთაშორისო  ტურისტული გამოფენის „ATM Dubai 2023“ ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ავიაკომპანიების „Flynas“ და „Fly Dubai“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ავიაკომპანიებმა მზადყოფნა გამოთქვეს ფრენების სიხშირის გაზრდასთან და ეტაპობრივად დამატებითი რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით. 2023 წლის ზაფხულში ბათუმი-დუბაის მიმართულებით რეისებს განახორციელებს „Flynas“, 25 ივნისიდან დაემატება „Fly Dubai“-ს რეისები.

ავიაკომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრას ესწრებოდნენ  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე  და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე.