პეკინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ოქროს მედლით დააჯილდოეს. პრიზი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ნომინაციაში საუკეთესო მარკეტინგული კამპანიისათვის გადასცეს. პეკინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე COTTM 2016 საქართველოს სტენდთან სტუმრებისათვის ღვინის დეგუსტაცია და საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეორგოლების პრეზენტაცია მოეწყო. პეკინის გამოფენაზე ადმინისტრაციასთან ერთად მონაწილეობდნენ: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, Caucasus Travel, Travel Shop, Visit Georgia და Georgica Travel.
პეკინის საერთაშორისო გამოფენაზე COTTM 2016 მსოფლიოს 65 ქვეყნიდან 380-ზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი.