CNN TURK-ის გადამღები ჯგუფი საქართველოს ეწვია
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სტამბოლში საქართველოს საკონსულოს ორგანიზებით, საქართელოს CNN TURK-ის გადამღები ჯგუფი ეწვია. CNN TURK-ის მეტეოროლოგიური რუბრიკის ხელმძღვანელი და წამყვანი ბუნიამინ სურმელი საქართველოს ბუნების, კლიმატის, კულტურისა და ისტორიის შესახებ სამ 20 წუთიან სიუჟეტს მოამზადებს.
5 დღის განმავლობაში CNN TURK-ის გადამღები ჯგუფი თბილისს, გორს, ბორჯომს, ვარძიას, ახალციხეს, ქუთაისს, სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეებს და ბათუმს მოინახულებს. თურქი ჟურნალისტები დღეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, გიორგი ჩოგოვაძეს შეხვდნენ. ბუნიამინ სურმელი 1999 წლიდან CNN TURK-ის უცვლელი წამყვანია და მომზადებული აქვს რეპორტაჟები მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილებიდან, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში ალასკას მყინვარის და დიდი კანიონის შესახებ. ასევე აფრიკაში კენიისა და ტანზანიის შესახებ.