CitySightseeing Tbilisi-ს ტურისტული მარშრუტის პრეზენტაცია
თბილისის ისტორიული უბნების დათვალიერება ახალი ორსართულიანი ავტობუს-კაბრიოლეტით არის შესაძლებელი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე კომპანია CitySightseeing Tbilisi -ს ტურისტული მარშრუტის გახსნას დაესწრნენ. გიორგი ჩოგოვაძემ და ირაკლი ლექვენაძემ ტურისტებთან ერთად ავტობუსით თბილისის ისტორიული უბნები დაათვალიერეს.
ორსართულიანი ავტობუს-კაბრიოლეტი დედაქლაქის ძველ უბნებსა და ღირშესანიშნავ ადგილებში მოძრაობს. ბილეთი 24 საათის განმავლობაში მოქმედია, რაც ტურისტს მისი რამდენჯერმე გამოყენების საშუალებას აძლევს. ექსკურსიები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზეა.
„კომპანია „CitySightseeing Tbilisi“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანიაა მსოფლიოში, რომელიც ორსართულიანი ავტობუს-კაბრიოლეტებით მიმოხილვით ექსკურსიებს მართავს. კომპანია მსოფლიოს 100 ქვეყანაშია წარმოდგენილი.