Black Sea Arena-ს 2018 წლის სეზონი მორიკონეს კონცერტით
Black Sea Arena”-ს 2018 წლის სეზონი ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორის, ენიო მორიკონეს კონცერტით გაიხსნება. წელს „Check in Georgia”-ს ფარგლებში დაგეგმილი ყველა კონცერტი და ფესტივალი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება. ღონისძიების დეტალები საქართველოს ბანკის სათაო ოფისში საზოგადოებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, Black Sea Arena-ს დირექტორმა ანი კავლელიშვილმა და საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ხათუნა კაკაბაძემ გააცნეს. „Check in Georgia”-ს ღონიძიებები „საქართველოს ბანკის“ პარტნიორობით იმართება.
2018 წლის სეზონის გახსნაზე ენიო მორიკონე, რომელსაც 600-მდე მუსიკალური ნაწარმოები აქვს შექმნილი, “Black Sea Arena”-ზე მსოფლიოში ერთ–ერთ საუკეთესო, რომის სიმფონიურ ორკესტრსა და თბილისის ოპერის გუნდთან ერთად წარდგება. ცნობილი კომპოზიტორი შეკვეთილში მდებარე არენის სცენაზე კონცერტს საკუთარი მოღვაწეობის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნეს ფარგლებში გამართავს