ომანის დედაქალაქ მასკატიდან თბილისის მიმართულებით ავიარეისის დანიშვნასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ომანში, მასკატსა და სალალაში პრეზენტაციები მოაწყო. ღონისძიებები ავიაკომპანია “SalamAir”-თან ერთად ომანის დედაქალაქ მასკატსა და სალალაში ჩატარდა. მასკატაში გამართულ პრეზენტაციას ადგილობრივი კომპანიების 100 წარმომადგენელი დაესწრო, ხოლო სალალაში გამართულ ღონისძიებაზე ომანის 70-მდე წამყვანი ტურისტული კომპანიის თანამშრომელი იყო წარმოდგენილი. ორივე ღონისძიებაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენელმა ამირან ივანიძემ საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გამართა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ ადგილობრივ ტუროპერატორებს ინფორმაცია მიაწოდა.
ახალი ავიარეისი 14 ივნისს შესრულდება.