სარეგისტრაციო ფორმა

საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გეგმებს გაეცნო

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham ) წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები. სავაჭრო პალატის წევრებისთვის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც გასული წლის ტურიზმისა და ავიაციის აღდგენის დინამიკას, ITB-2023-ზე საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენას, მიმდინარე მარკეტინგულ კამპანიებს, დაგეგმილ ინფო და პრეს ტურებს,  შიდა ტურიზმის განვითარებისთვის დაგეგმილ პროექტებსა და და ხარისხის ამაღლების მიზნით გასამართ ტრენინგებს გაეცნენ.
შეხვედრას  სასტუმროების, ავიაკომპანიების, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), სხვადასხვა კომპანიებისა და ბანკების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X