ლეგენდარული ჯგუფის „Aerosmith“-ის კონცერტი „Black Sea Arena“-ზე საათანახევარი გაგრძელდა. კონცერტს 10 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო. „Aerosmith“-ის კონცერტი საქართველოში პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართა. კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა.
„Aerosmith“-მა „Black Sea Arena“-ზე ცნობილი ჰიტები შეასრულა: „Cryin,“ „Crazy,“ „Don’t Wanna Miss a Thing,“ „Walk This way“, „Dream On“
„Aerosmith“–ის კონცერით „Black Sea Arena“-ზე სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.