წარმატებული პროექტების შესასწვლად  და გამოცდილების გასაზიარებლად ყირგიზეთის კულტურის, ინფორმაციისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე და ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის აზამატ ჟამანკულოვი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გიორგი ჩოგოვაძეს შეხვდა.

ტურიზმის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვერას ყირგიზეთის საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ყირგიზული მხარე განსაკუთრებით დაინტერესდა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის მუშაობის სპეციფიკით, იმ ხედვებით და მიდგომებით, რომლითაც ხელმძღვანელობს ადმინისტრაცია.

დელეგაციის წარმომადგენლები გიორგი ჩოგოვაძესთან გამართულ შეხვედრაზე ასევე დაინტერესდნენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტებით და  საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიებით.

შეხვედრაზე ასევე ორქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის  გაღრმავების საკითხი განიხილეს.