საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გამოცდილებას ამჯერად უზბეკეთის მთავრობის წარმომადგენლები გაეცნენ.

უკრაინისა და ყირგიზეთის დელეგაციების შემდეგ უზბეკეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები და ტურიზმის განვითარების კომიტეტის წარმომადგენლები ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გიორგი ჩოგოვაძეს შეხვდნენ.

სტუმრები დაინტერესდნენ ტურიზმის ადმინისტრაციის მუშაობის სპეციფიკით და ხედვებით, გიორგი ჩოგოვაძისგან მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ რომელთა განხორციელების შედეგად ხდება საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობის ზრდა. უზბეკეთის მთავრობის წარმომადგენლები  დაინტერესდნენ  იმ მარკეტინგული კამპანიებითაც  რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ ახორციელებს.

შეხვედრას უზბეკეთის ეროვნული ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე ასევე ორქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი განიხილეს.