2016 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობაში ტურისტების წილი გაიზარდა
საერთაშორისო ტურისტების (24 საათი და მეტი) რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2016 წლის მონაცემებით ტურისტების რაოდენობამ 2,714,773 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 19%-ით მეტია. შედეგად ტურისტული ვიზიტების წილმა 43% შეადგინა, მაშინ როცა შარშან ეს მაჩვენებელი 39% იყო.
წელი |
2012 | 2013 | 2014 | 2015 |
2016 |
საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა |
4,428,221 | 5,392,303 | 5,515,559 | 5,901,094 |
6,350,825 |
საერთაშორისო ტურისტების (24 საათი და მეტი) რაოდენობა |
1,789,592 | 2,065,296 | 2,229,094 | 2,281,971 |
2,714,773 |
საერთაშორისო ტურისტების წილი მთლიან რაოდენობაში |
40.4% | 38.3% | 40.4% | 38.7% |
42.7% |
აღსანიშნავია, რომ ზრდა (+4.4%) ფიქსირდება ერთდღიანი ვიზიტორების კატეგორიაშიც, ხოლო ტრანზიტული ვიზიტები 2016 წელს 5.7%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
ვიზიტის ტიპი |
2015 | 2016 | ცვლილება |
ცვლილება % |
24 საათი და მეტი (ტურისტი) |
2,281,971 | 2,714,773 | 432,802 |
19.0% |
ტრანზიტი |
1,400,835 | 1,321,000 | -79,835 |
-5.7% |
ერთდღიანი ვიზიტი |
2,218,288 | 2,315,052 | 96,764 |
4.4% |
სულ |
5,901,094 | 6,350,825 | 449,731 |
7.6% |
ვიზიტორთა სტრუქტურის ცვლილება მასტიმულირებელია ტურიზმის სექტორის განვითარებისათვის. მეტი ტურისტი ნიშნავს მეტ ადამიანს საქართველოში ღამისთევით, შედეგად კი მეტ დანახარჯს განთავსებაზე, კვებაზე და სხვა ტურისტებისათვის საჭირო საქონელსა და მომსახურებაზე. ტურისტული ვიზიტების გაზრდა დადებითად აისახება ტურიზმზე და შესაბამისად მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე.
დამატებითი სტატისტიკური ინფორმაციისათვის გადადით მითითებულ ბმულზე