2016 წლის იანვარ – ნოემბერში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 5,864,684 შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.9%-ია. მთლიანი რაოდენობიდან 24 საათი და მეტი დროით 2,536,791 (+19.3%) ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+9.8%), სომხეთიდან (+1%), თურქეთიდან (-9.4%), რუსეთიდან (+13%) და უკრაინიდან (+22.4%) განხორციელდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ნოემბრის პერიოდში გამოირჩნენ: ლატვია +25.6%, ჩეხეთი +15.6%, ლიტვა +15%, გერმანია +9.4% და პოლონეთი +6.5%. განსაკუთრებული ზრდა კი შემდეგი ქვეყნებიდან ფიქსირდება: ირანი +494%, ინდოეთი +216%, საუდის არაბეთი +118% და ჩინეთი +44%.

საერთაშორისო მოგზაურები: ტოპ 10 ქვეყანა

ქვეყანა 2015: 11 თვე 2016: 11 თვე ცვლილება ცვლილება %

1

აზერბაიჯანი 1,278,064 1,403,390 125,326

9.8%

2 სომხეთი 1,318,556 1,331,705 13,149

1.0%

3

თურქეთი 1,291,971 1,171,040 -120,931 -9.4%

4

რუსეთი 868,009 980,784 112,775

13.0%

5 უკრაინა 132,165 161,718 29,553

22.4%

6

ირანი 23,419 139,100 115,681 494.0%

7

ისრაელი 56,709 88,862 32,153

56.7%

8

ყაზახეთი 34,745 46,474 11,729

33.8%

9

პოლონეთი 40,667 43,328 2,661

6.5%

10 გერმანია 35,334 38,668 3,334

9.4%

რაც შეეხება მიმდინარე წლის ნომბრის თვეს საქართველოს 458,496 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +5.1%-ით მეტია. მათ შორის 24 საათი და მეტი დროით განხორციელებულმა ტურისტულმა ვიზიტებმა 164,440 შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +14.1%-ია.

2016 წლის ნოემბრის თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან (+10.8%), აზერბაიჯანიდან (-1.8%), თურქეთიდან (-12.1%), რუსეთიდან (+9.8%) და უკრაინიდან (+15.9%) განხორციელდა. საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით ნოემბრის თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან გამოირჩნენ: ლიტვა +71%, პოლონეთი +49%, გერმანია 32%, საფრანგეთი +24% და გაერთიანებული სამეფო +20%. განსაკუთრებული ზრდა კი შემდეგი ქვეყნებიდან დაფიქსირდა: ირანი +487%, საუდის არაბეთი +183%, ინდოეთი +133%, ჩინეთი +112% და უზბეკეთი +112%.


დამატებითი სტატისტიკური ინფორმაციისათვის გადადით მითითებულ ბმულზე