2016 წლის თერთმეტი თვის მონაცემებით ვიზიტორების ზრდის მთავარი კონტრიბუტორები
საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება. 2016 წლის თერთმეტი თვის ჯამური მონაცემებით საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 5,864,684 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.9%-ით მეტია. მოცემულ პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდა 141 ქვეყნიდან დაფიქსირდა, რაც რაოდენობრივად 557,258-ს შეადგენს. აქედან ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებელი ფიქსირდება 9 ქვეყნიდან, ჯამში 479,189 (მთლიანი ზრდის 85%).
ქვეყანა |
2016: 11 თვე ზრდა |
2016: 11 თვე წილი მთლიან ზრდაში (%) |
აზერბაიჯანი |
125,326 | 22% |
ირანი | 115,681 |
21% |
რუსეთი |
112,775 | 20% |
ისრაელი | 32,153 |
6% |
უკრაინა | 29,553 |
5% |
ინდოეთი | 21,507 |
4% |
სომხეთი |
13,149 |
2% |
ყაზახეთი |
11,729 |
2% |
საუდის არაბეთი |
11,316 | 2% |
სხვა | 84,069 |
15% |
2016 წლის ნოემბრის თვის მონაცემებით კი საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდა 111 ქვეყნიდან აღინიშნა, რაც რაოდენობრივად 38,344-ს შეადგენს. აქედან ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებლით 5 ქვეყანა გამოირჩევა და ჯამში ამ ქვეყნებიდან ზრდა 27,470-ია (მთლიანი ზრდის 74%).
ქვეყანა |
2016: ნოემბერი ზრდა |
2016: ნოემბერი წილი მთლიან ზრდაში (%) |
სომხეთი | 12,845 |
33% |
ირანი |
6,689 | 17% |
რუსეთი | 5,424 |
14% |
ინდოეთი |
2,088 | 5% |
უკრაინა | 1,424 |
4% |
სხვა | 9,874 |
26% |
აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი ზრდა სწორედ იმ ქვეყნებიდან ფიქსირდება, სადაც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიები ხორციელდება.
დამატებითი სტატისტიკური ინფორმაციისათვის გადადით მითითებულ ბმულზე