2018 წლის იანვარი-აპრილის თვის მონაცემებით საქართველოს 2,060,264 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +15.9%-ია.
მთლიანი რაოდენობიდან ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 937,370 შეადგინა, (ზრდა +27.2%). ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (-0.5%), სომხეთიდან (+8.7%), თურქეთიდან (+23.9%), რუსეთიდან (+31.2%) და ირანიდან (+69.3%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარი-აპრილის თვეში გამოირჩნენ: ესტონეთი +83.1%, ლატვია +55.8%, გაერთიანებული სამეფო +46.6%, ესპანეთი +43.9%, ნიდერლანდები +38.4%, საფრანგეთი +24.4% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან:  ქუვეითი +111.4%, ირანი +69.3%, ჩინეთი +58.2%, საუდის არაბეთი + 57.9%, ისრაელი +49.7% და სხვა.

 

ქვეყანა 2017 იანვარი – აპრილი 2018 იანვარი – აპრილი ცვლილება ცვლილება %
1 აზერბაიჯანი 481,458 479,019 -2,439 -0.5%
2 სომხეთი 383,707 417,142 33,435 8.7%
3 თურქეთი 330,203 409,040 78,837 23.9%
4 რუსეთი 272,243 357,162 84,919 31.2%
5 ირანი 65,857 111,525 45,668 69.3%
6 უკრაინა 48,826 48,377 -449 -0.9%
7 ისრაელი 18,561 27,786 9,222 49.7%
8 ინდოეთი 16,465 21,587 5,122 31.1%
9 ყაზახეთი 10,350 12,133 1,783 17.2%
10 გერმანია 9,942 11,753 1,811 18.2%

მოცემულ პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდა 127 ქვეყნიდან დაფიქსირდა, რაც რაოდენობრივად 294,924-ს შეადგენს. 5,000-ზე მეტი ზრდა ფიქსირდება 6 ქვეყნიდან, ჯამში 257,203 (მთლიანი ზრდის 87.2%).

ქვეყანა 2018 იანვარი – აპრილი: ზრდა

2018 იანვარი – აპრილი: წილი მთლიან ზრდაში (%)

რუსეთი

84,919

28.8%

 

თურქეთი

78,837

26.7%

 

ირანი

45,668

15.5%

 

სომხეთი

33,435

11.3%

 

ისრაელი

9,222

3.1%

 

ინდოეთი

5,122

1.7%

 

სხვა

37,721

12.8%

 

რაც შეეხება, მიმდინარე წლის აპრილის თვეს, საქართველოს 596,703 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +16.8%-ია. მათ შორის 24 საათი და მეტი დროით საქართველოში 278,032 საერთაშორისო მოგზაური გაჩერდა (ზრდა +24.9%).

2018 წლის აპრილის თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+10.4%), რუსეთიდან  (+43.4%), თურქეთიდან (+29.2%),  სომხეთიდან (-6.9%), და ირანიდან (+98.5%) განხორციელდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, აპრილის თვეში გამოირჩნენ:  ესტონეთი +83%, ლატვია +82.6%, პოლონეთი +37.3%, გაერთიანებული სამეფო +33.6%, ნიდერლანდები +29.1% და საფრანგეთი +24.7%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ირანი +98.5%, ქუვეითი +80.9%, ჩინეთი +62%, რუსეთი +43.4%, ისრაელი +28%.

2018 წლის აპრილის თვის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდა 88 ქვეყნიდან აღინიშნა, რაც რაოდენობრივად 100,105-ს შეადგენს. 1,500-ზე მეტი ზრდა ფიქსირდება 6 ქვეყნიდან, ჯამში ამ ქვეყნებიდან ზრდა 91,256-ია (მთლიანი ზრდის 91.2%).

 

ქვეყანა

2018: აპრილი ზრდა 2018: აპრილი წილი მთლიან ზრდაში (%)
 

რუსეთი

37,542

37.5%

 

თურქეთი

27,396

27.4%

 

აზერბაიჯანი

11,736

11.7%

 

ირანი

10,138

10.1%

 

ისრაელი

2,893

2.9%

 

პოლონეთი

1,551

1.5%

სხვა

8,849

8.8%

აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი ზრდა სწორედ იმ ქვეყნებიდან ფიქსირდება, სადაც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიები ხორციელდება.

ვრცელი მიმოხილვისთვის იხილეთ შემდეგი ბმული.

დამატებითი სტატისტიკური ინფორმაციისათვის გადადით მითითებულ ბმულზე.