საქმიანი ტურიზმის სტრატეგიაზე მუშაობა სრულდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქმიანი ტურიზმის სტრატეგიაზე მუშაობას ასრულებს. საქართველოში საქმიანი ტურიზმის სფეროში არსებული მდგომარეობის და სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით ავსტრიელი ექსპერტები ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას სტრატეგიის შემუშავებაში კონსულტაციას უწევენ. პროექტი საერთაშორისო ორგანიზაცია GIZ-ის დაფინანსებით ტარდება. საერთაშორისო კომპანია ENITED-ის წარმომადგენლებმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლებთან და წევრ კომპანიებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს. საქმიანი ტურიზმის სტრატეგი დეკემბრის ბოლოს მზად იქნება.
„სრულდება სტრატეგიაზე მუშაობა, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ქვეყანაში საქმიანი ტურიზმის მიმართულებას და ეს სფერო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან მაღალშემოსავლიანი ტურისტების შემოსვლით ხასიათდება.“-განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს ივო ფრანჩიზი კომპანია ENITED-ის მფლობელი და მმართველი დირექტორი
„მოხარული ვარ, რომ საქართველოში კვლავ დავბრუნდი, ჩვენი ჯგუფისთვის პირველი ვიზიტი ძალიან საინტერესო იყო. გავეცანით საქართველოს პოტენციალს საერთაშორისო საქმიანი ღონისძიებების ჩატარების კუთხით. და ვფიქრობ საქართველოს დიდი პერსპექტივა აქვს ამ მიმართულებით. ჩვენ ვატარებთ კვლევებს და რეკომენდაციას ვუწევთ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, თუ როგორ განავითაროს საქმიანი ტურიზმის მიმართულება.“