„ღვინის გიდის“ შემსწავლელი კურსები
ღვინის ტურიზმის განვითარების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს აგრძელებს. შიდა ტურიზმის ხელშეწყობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისათვის ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს „ღვინის გიდის“ შემსწავლელი კურსები ჩაუტარდათ. ტრენინგში 30 გიდი იღებდა მონაწილეობას. სასწავლო კურსი შემდეგ თემატიკას მოიცავდა: ღვინის და ვაზის ისტორია, ღვინის კლასიფიკაცია, ღვინის დაყენება და მათი მეთოდები, დეგუსტაცია და ა.შ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის მედეა ჯანიაშვილის განცხადებით, ღვინის ტურიზმი ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ტურისტულ პროდუქტს წარმოადგენს და მისი განვითარებისათვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს. ერთ-ერთი კომპონენტი ნებისმიერი შეთავაზების და პროდუქტის მომსახურეობის ხარისხია, სწორედ ამას ემსახურება ჩვენს მიერ ორგანიზებული სასწავლო კურსი, რომელიც ამ ეტაპზე 30 გიდს ამზადებს. სასწავლო კურსის მნიშვნელოზე საუბრობს ტრენინგის მონაწილე ზაზა ჭითანავა:“ საქართველო ტურიზმზე ორიენტირებული ქვეყანაა და ღვინო ჩვენი სავიზიტო ბარათია. ქართული ღვინის ტრადიცული წესებით მომზადების სიღრმისეული ცოდნა გიდისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ მსგავსი ტიპის ტრენინგები აუცილებელია, რომ მეტი ინფორმაცია მივიღოთ ღვინის შესახებ.“