ფრანგი დოკუმენტალისტები ვარძიასა და ბოდბეში
კულტურისა და ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ფრანგულ-გერმანული ტელეკომპანია “არტე” საქართველოს შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით “არტე”-ს გადამღები ჯგუფი საქართველოს ეწვია. ფილმზე ფრანგი ცოლ-ქმარი მარი არნო და ჟაკ დები მუშაობს. ფრანგმა დოკუმენტალისტებმა ვარძიის სამონასტრო კომპლექსი და ბოდბის მონასტერი გადაიღეს. დოკუმენტური ფილმი, რომელშიც საქართველოს სამონასტრო ცხოვრება იქნება აღწერილი 2019 წელს გამოვა. ფილმში საქართველოს გარდა ევროპის 20 ქვეყანის სამონასტრო ცხოვრება იქნება აღწერილი.