პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში 2 -6 ნოემბერს, შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში Mercedes-Benz Fashion Week გაიმართება. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. კვირეულის ფარგლებში გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებს თბილისში 43 ქართველი და უცხოელი დიზაინერი წარმოადგენს. მოდის კვირეულს 50-ზე მეტი უცხოელი პროფესიონალი დაესწრება. თბილისს ეწვევიან მოდის სამყაროს საერთაშორისო კრიტიკოსები, შემსყიდველები ( ე.წ. ბაერები) ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა: Domus Academy Fashion School, Chalhoub Group, Lane Crawford, La Rinascente, British Fashion Council, The Store of Soho House Berlin და ა.შ. თბილისის მოდის კვირეულს დაესწრებიან ცნობილი გამოცემების ჟურნალისტები და რედაქტორები. მათ შორის Elle, Vogue Usa, Vogue Italy, Vogue Japan, Grazia, I-D Magazine, Madame Figaro, Love Magazine, Forbes Usa, Conde Nast International და CR Fasjion Book, ასევე პოპულარული მოდის ბლოგერები.