თბილისი, მცხეთა, ყაზბეგი,უშგული, უფლისციხე, ვარძია, ქართული სამზარეულო, ღვინო და კულტურა . საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ CNN ტელეკომპანიის ოფიციალურ გვერდზე სტატიას და ფოტორეპორტაჟს აქვეყნებს. ჟურნალისტი ჯენიფერ ვოლკერი მკითხველს საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს უზიარებს.
„ევროპის საზღვრების მიღმა მდებარე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა საქართველო იდუმალებით არის მოცული. ჩრდილოეთ კავკასიონის მთებია გადაჭიმული, დასავლეთით შავი ზღა, სამხრეთით კი მშრალი უდაბნოები. ეს პატარა ქვეყანა რუსეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს და თურქეთს ესაზღვრება. საქართველო არამხოლოდ სხვადასხვა კულტურების გზაგასაყარზეა, ეს ქვეყანა გამოირჩევა შესანიშნავი და მდიდარი ბუნებით. ბოლო პერიოდამდე ძალიან ბევრი ადამიანისთვის რთული იყო საქართველოს რუკაზე მოძებნა, ზოგს ამერიკის შტატ ჯორჯიაშიც ეშლებოდა, მაგრამ საქართველომ სწრაფად დაიმკვიდრა თავის, როგორც ევროპის ახალი და ცხელ-ცხელი ტურისტული მიმართულება.
აქ არის 9 მიზეზი თუ რატომ უნდა ეწვიოთ საქართველოს ახლავე:

1 თბილისი. ეკლექტური, მრავალფეროვანი ქალაქი, დაკიდებული აივნებითა და სპარსული სტილის გოგირდის აბანოებით, თამედროვე ფუტურისტული შუშის შენობებით. მდინარე მტკვრის ხეობაში მდებარე ქალაქი მთებითაა გარშემორტყმული. არქეოლოგიური კვლევების მიხედვით პირველი დასახლება თბილისის ტერიტორიაზე ძველი წელთაღრიცხვის მე-4 ათასწლეულში იყო. გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე თბილისი ძველი აბრეშუმის გზის მულტიკულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. ეთნიკური მრავალფეროვნება და ეკლექტური არქიტექტურა დღევანდელ თბილისზეც აისახება.
აბანოთუბანში აბანოები სპარსული ტრადიციების მიხედვით ფუნქციონირებს, თუმცა თერმული წყალი აქ მიწიდან ბუნებრივად ამოდის.
აბანოთუბნიდან გამოსვლის შემდეგ ქართულ, სომხურ ტაძრებს, მეჩეთსა და სინაგოგებს, ასევე ზოროასტრიული ეკლესიის ნანგრევებს იხილავ.
თბილისის მულტიკულტურას სრულად შემოდგომაზე გაეცნობით, ამ პერიოდში 25 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით თბილისის თეატრის საერთაშორისო ფესტივალი ტარდება.
2 უშგული. ევროპის უმაღლესი დასახლება.
კავკასიონის მთებში 2200 მეტრზე მდებარე ამ სოფელში მთელი წლის განმავლობაში ცხოვრობენ. უშგული საქართველოს უმაღლესი მწვერვალის, შხარას ძირში მდებარეობს და ცნობილია თავდაცვითი კოშკებით, რომელიც თითოეულ სახლს აკავშირებს. სვანეთის რეგიონი ცნობილია უნიკალური კულტურით. სვანეთის მთავარი ქალაქია მესტია, რომელიც თანდათან შვეიცარიული კურორტის ექვივალენტი ხდება. რთული გზის გამო უშგულის მიმართულებით გადაადგილება ადვილი არ არის, სამაგიეროდ ამ სოფელმა პირველადი სახე შეინარჩუნა და ისეთი შეგრძნება გაქვს თითქოს აქ დრო გაჩერებულია. უშგული იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად არის აღიარებული.

3. ღვინის სამშობლო

როდესაც ღვინის სამშობლოზე ვიწყებთ ფიქრს გვახსენდება საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი ან სპარსეთი, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო მსოფლიოში ღვინის უძველესი რეგიონია. 2003 წელს არქეოლოგებმა საქართველოში აღმოაჩინეს ფაქტები, რომლის მიხედვითაც ქვის ხანის პერიოდში, 8 ათასი წლის წინ ადამიანები ღვინის პროდუქტს ქმნიდნენ. ამ პერიოდიდან მოყოლებული ღვინო საქართველოს ეროვნულ იდენტობის საკითხში მთავარ როლს თამაშობს. ქვეყნის უძველესი ტრადიცია, რაც ღვინის ქვევრში დაყენებას გულისხმობს იუნესკოს არამატერიალური
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად არის აღიარებული. საქართველოში ასობით ვაზის ძირძველი ჯიშია შენარჩუნებული. ქართული ღვინო ნელნელა მსოფლიო აღიარებას იპოვებს.

4. იდუმალებით მოცული კლდეში ნაკვეთი ქალაქები

საქართველო ევროპაში უჩვეულო კლდეში ნაკვეთი ქალაქების სამშობლოა. მარტო ამ ქალაქების სანახავად ღირს საქართველოში მოგზაურობა. უძველესი უფლისციხე, რომლის ზედაპირი მთვარის ლანდშაფტს ჰგავს. დავით გარეჯის სამონასტრო უდიდესი კომპლექსი კლდეშია გამოკვეთილი. თვალწარმტაც ვარძიაში კი ერთ დროს 2000 ბერი ცხოვრობდა.

5. ტრადიციული ქართული სუფრა

ქვეყნის კარგად გასაცნობად უნდა დააგემოვნო მისი ეროვნული კერძები. თუ ქართულ სუფრაზე არ ყოფილხარ და ქართული კერძები არ გაგისინჯავს მაშინ საქართველო არ გაგიცნია.

6. შორეული მთის სოფლები

კავკასიონის მთების რეგიონებში ხევსურეთსა და თუშეთში უმშვენიერესი შუასაუკუნოვანი სოფლები მდებარეობს. აქ შემორჩენილი მოსახლეობა კვლავ ინარჩუნებს უძველეს ტრადიციებს. რეგიონის გზებზე მოგზაურობით ადრენალინი გამოიყოფა. შატილი და მუცო ზუსტად ისეთი, როგორც ცნობილი ბრიტანელი მწერალი ჯონ რონალდ რუელ თოლქინი აღწერს. ეს სოფლები ახლოს არის ჩეჩნეთთან. აქ შეგიძლიათ მესაზღვრეებიც იხილოთ. თუშეთის მჭიდრო თემები ქართულ შანრგილას ჰგავს. აქ უამრავი უძველესი კოშკი და ეკლესია. სოფლები, უმშვენიერესი მთები, ველური ყვავილები და ხეები ოქროსფრად მოჩანს. თუშეთში უამრავი სალაშქრო ბილიკია, ადგილობრივები ცნობილები არიან სტუმარმასპინძლობით.
7 ევროპის ყველაზე სიუერეალური მუზეუმი

სტალინის ცხოვრების შესახებ თუ გსურს მეტი გაიგო ესტუმრეთ გორს და იოსებ სტალინის უცნაურ მუზეუმს.

8 მშვენიერი და უძველესი ეკლესიები

საქართველომ ქრისტიანობა 324 წელს მიიღო. ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ლამაზი ეკლესია და საკათედრო ეკლესიაა. ეს ტაძრები წარმოუდგენელ ადგილებში მდებარეობს. მათ შორისაა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები სვეტიცხოველი მცხეთაში და ბაგრატის ტაძარი ქუთაისში. ასევე აღსანიშნავია მთის წვერზე მდებარე გერგეთის სამება, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტშია. ეს მხარე ცნობილია მსოფლიოში ყველაზე ლამაზი მარათონის გზით. წელს სექტემბერში აქ შეგიძლიათ ყაზბეგის სათავგადასავლო მარათონზე მოხვდეთ.

9. ქართველი ხალხი და ქართული სტუმართმოყვარეობა

ზოგიერთი ქართველი ერთი შეხედვით ძალიან სერიოზულია, მაგრამ უმრავლესობა ძალიან კეთილი და გულგახსნილია. ქართველები სტუმარს ღმერთისგან გამოგზავნილად მიიჩნევა და ხშირად მზად არიან დაეხმარონ. ქართველების გულუხვობა და სტუმართმოყვარეობა ხშირად სუფრაზე ჭამასა და განსაკუთრებით სმაში გამოიხატება. როგორც საქართველოში იტყვიან „გაუმარჯოს!“

http://edition.cnn.com/2015/08/13/travel/reasons-to-visit-georgia/index.html