ეროვნული სამოსის დღე
საზოგადოების მიერ თვით ორგანიზებულმა საქართველოს ეროვნული სამოსის დღემ წელს უპრეცენდენტო მასშტაბები მიიღო. საქართველოს ეროვნული სამოსის დღე საქართველოს საზღვრებს გასცდა. 18 მაისი ქართული სათვისტომოების მიერ აღინიშნება შემდეგ ქალაქებში: ლონდონში , ვაშინგტონში, კიევში, თელავივში, მოსკოვში, მინსკში, სტამბულში და ევროპის კიდევ რამდენიმე ქალაქში.
საქართველოში Check in Georgia-იას ფარგლებში ეროვნული სამოსის დღე 20-ზე მეტ ქალაქში აღინიშნება. მთელი საქართველოს მასშტაბით კარნავალის ტიპის კოსტიუმირებული აღლუმები, საინტერესო გამოფენები, კონცერტები და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები ტარდება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობასთან.
18 მაისი იქცა დღედ, როცა მთელი საქართველო ერთდროულად მართავს მასშტაბურ ღონისძიებებს და კარნავალის ტიპის კოსტიუმირებულ აღლუმებს. მთელი საქართველო ღია ცის ქვეშ გაცოცხლებულ მუზეუმად იქცევა და ქვეყანაში არსებული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა სხვადასხვა ფორმით ქუჩებში გამოიფინა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისრტრაციის და თბილისის მერიის მხარდაჭერით ეროვნული სამოსის დღე თბილისში ევროპის მოედანზე გაიმართა. მოეწყო კოსტიუმირებული მსვლელობა. მსვლელობაში მონაწილეობა ნებისმიერი მოქალაქეს შეეძლო, რომელიც ეროვნულ სამოსში იყო გამოწყობილი. 17:00 საათზე გაიმართა ფოლკლორული კონცერტი, ხოლო 20 :00 საათზე ეროვნული სამოსის დღე გალა-კონცერტით დასრულდება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ნიაზ დიასამიძე, „სუხიშვილები“ (მომავალი თაობა) ბენდი „ჩვენებურები“ ანსამბლი „მუხამბაზი“; ასევე „შავფაროსნები“ საჩვენებელი შოუთი
საზოგადოებრივი კამპანიის ფარგლებში ეროვნული სამოსის დღეს საკუთარ სივრცეში ასევე აღნიშნავს რამდენიმე კომპანია, სასტუმრო და დაწესებულება. King David, „გორგასალი“ Palm Apartments/Palma Laguna კომპლექსი „ბაგრატი“ და Brand R -ის მომსახურე პერსონალი 18 მაისს სტუმრებს ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მოემსახურებიან.
„ქართული სახლი“ სტუმრებისთვის სპეციალურ დრესს კოდს აწესებს . ეზოში ეროვნული სამოსის თემაზე გამოფენებს და ჩვენებას მოაწყობს. მთაწმინდის პარკში კი რიყეზე გამართული ღონისძიებების პარალელურად საინტერესო ღონისძიებები გაიმართება.