8 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი 11 თვეში
2018 წლის იანვარი-ნოემბრის თვის მონაცემებით საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტმა 8 მილიონს გადააჭარბა და 8,105,829 შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.6%-ია.
საერთაშორისო ვიზიტორთა მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 6,743,580 შეადგინა, ზრდა+11.9%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 4,486,595 შეადგინა, რაც 659,454-ით მეტია 2017 წლის იანვარი-ნოემბრის მაჩვენებელზე. (ზრდა +17.2%)
სტატისტიკური მონაცემების შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია გააცნოტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.
“11 თვეში საერთაშორისო მოგზაურების და ტურისტების მიმართულებით საქართველოში ახალი რეკორდი დაფიქსირდა. საერთაშორისო ვიზიტების რიცხვმა პირველად საქართველოს ისტორიაში გადააჭარბა 8 მილიონს. განსაკუთრებით მოხარულები ვართ, რომ ტურისტების რაოდენობა იზრდება ევროკავშირის ქვეყნებიდან და ზოგადად იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 17.2%-ით არის გაზრდილი. „-განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან 1,341,127 (+23.8%),აზერბაიჯანიდან 1,311,907 (+9.8%), სომხეთიდან 1,162,220 (+0.3%) და თურქეთიდან 1,031,147 (+11.6%) შედგა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ესტონეთი +82%,რუმინეთი +63%, სლოვაკეთი +62%, ნიდერლანდები +58%, გერმანია +50%, ლატვია +47%, ჩეხეთი +44%, საფრანგეთი +36%, გაერთიანებული სამეფო +32% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +117%,ჩინეთი +80%, ბელარუსი +43%,ისრაელი 33%, ყაზახეთი +24% და აშშ +24%.
2018 წლის ნოემბრის თვეში საქართველოში 598,312 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +6.4%-ია. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 485,319 შეადგინა, ზრდა +5.8%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 307,272 შეადგინა, რაც 37,671-ით მეტია 2017 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +14%).
ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.
ტურიზმი, ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი
წინასწარი მონაცემებით 2018 წლის იანვარი-ოქტომბრის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში 2,817 მილიონ დოლარს შეადგენს (ზრდა +19.9%), რაც 468 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2018 წლის I-II კვარტლის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 1,361 მილიონ დოლარს (ზრდა +28.9%), რაც 305 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2017 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 2.7მილიარდ (2,704,339,872)დოლარს (ზრდა +28.1%), რაც594 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის I-II კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.1%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +17.2%-ია.
2017 წლის ჯამური მონაცემებით წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.8% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.5%